ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი აერთიანებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებს განათლების, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, ბიზნეს-კომუნიკაციის, მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროებიდან.

web creation software
Paata Papava

პაატა პაპავა

დირექტორი / დამფუძნებელი

განათლების სპეციალისტი, ტრენერ-კონსულტანტი და ქოუჩი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი. 1997 წლიდან აქტიურადაა ჩართული განათლების სფეროში განხორციელებულ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში წიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, სამოქალაქო განათლების მიმართულებით; 2000 წლიდან ქმნის და უძღვება ტრენინგპროგრამებს ლიდერობისა და გუნდურობის, ეფექტური კომუნიკაციის, ორგანიზაციული კულტურის, მენტორების/ტრენერების მომზადების, თანამედროვე მენეჯმენტის თემებზე; მისი ავტორობითა და რედაქტორობით გამოცემულია სტატიები, გზამკვლევები და კრებულები განათლების, ორგანიზაციის განვითარების, ევროპული ძიებების საკითხებზე.

Archil Jakobia

არჩილ ჯაკობია

დირექტორი / დამფუძნებელი

გაყიდვების ექსპერტი / ფასილიტატორი

გაყიდვებისა და ოპერირების მართვის სპეციალისტი 20 წლიანი გამოცდილებით: საცალო, საბანკო და სათამაშო სფეროებში. აქვს ხუთ ქვეყანაში გრძელვადიან პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. 2014 წლიდან აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საკონსულტაციო პროექტებში ბიზნესის ოპერირებისა და პროცედურების დანერგვის მიართულებით. ამ პერიოდიდან დღემდე კონსულტაციები გაუწია სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებს ექვს ქვეყანაში.
კომუნიკაბელური და ლაღი ხასიათი საშუალებას აძლევს, საქმე და ჰობი მჭიროდ დაუკავშიროს ერთმანეთს - საქრთველოში ექსტრემალური სპორტის სახეობების - ჯომარდობისა და კაიაკის ერთ-ერთი პიონერია. ამასთანავე, არის "საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის" და "საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის" დამფუძნებელი.

Niko Javakhishvili

ლევან მახარაძე

პროგრამების კოორდინატორი, ტრენერი

ტრენერ-კონსულტანტი, ფასილიტატორი

დაიბადა 1980 წელს თბილისში. 2007 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინო ფაკულტეტი. პროფესიით კინო ოპერატორი და ფოტოგრაფი. არის 10 ზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის დამდგმელი ოპერატორი. საქართველოში მოეწყო მისი ორი პერსონალური ფოტო გამოფენა. ასევე საფრანგეთსა და იტალიაში მონაწილეობა აქვს მიღებული ჯგუფურ გამოფენებში. ამჟამად ლექციებს კითხულობს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ფოტოგრაფიასა და საოპერატორო ხელოვნებაში.

Mobirise

ირინა ბეგიაშვილი

პროგრამების კოორდინატორი, ტრენერი

ტრენერ-კონსულტანტი, ფასილიტატორი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი მხატვრული თარგმანის და ლიტერატურული ურთიერთობების განხრით.
7 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოში ისრაელის საელჩოს პრეს-მდივნად, კოორდინაციას უწევდა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს საქართველოში და სომხეთში. აქვს საერთაშორისო პროექტებსა და ორგანიზაციებში (U.S. Peace Corps, USAID/Chemonics International, TetraTech-DPK, CHF) ადმინისტრირების, კომუნიკაციის და ადამიანური რესურსების მართვის თხუთმეტწლიანი გამოცდილება.

Mobirise

თაკო ჯანანაშვილი

პროგრამების კოორდინატორი, ტრენერი

ტრენერ-კონსულტანტი, ფასილიტატორი

განათლება მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2014 წელს მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი, ზოგადი ფსიქოლოგიის მიმართულებით. 2017 წელს მიიღებს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს სპეციალიზაციით – ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირება და კონსულტირება.

მისი ძირითადი საქმიანობა უკავშირდება პროექტის კოორდინაციას, ღონისძიებების მენეჯმენტს, კვლევებსა და ტრენინგებისა და პიროვნული კომპეტენციების განვითარების პროგრამების მართვას. ტრენერისა და თანატრენერის რანგში მას აქვს სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლებთან გუნდური შეჭიდულობის, ეფექტიანი კომუნიკაციისა და ინოვაციების მართვის ტრენინგების ჩატარების გამოცდილება.
თაკო სერტიფიცირებული ტრენერია.

Mobirise

ნინო ქობალია

პროგრამების კოორდინატორი, ტრენერი

ტრენერ-კონსულტანტი, ფასილიტატორი

ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში განათლების პოლიტიკის მიმართულებით. არის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრი. 2008-2014 წლებში გაიარა სპეციალური მომზადების კურსები სოციალურ საკითხებზე დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და ესტონეთში.2013 წელს გახდა სერტიფიცირებული მედიატორი (“საქართველოს მედიაციის ცენტრი”, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო).
როგორც ტრენერს, ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩატარებული აქვს 150-ზე მეტი ტრენინგი სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის თემებზე: ეფექტიანი კომუნიკაცია, მომსახურების სტანდარტები, კონფლიქტის მართვა, გუნდური მუშაობა, გუნდური შეჭიდულობა, ტრენერთა ტრენინგი, პიროვნული განვითარების პროგრამა მოზარდებისთვის და ა.შ. ნინო ეწევა მოხალისეობრივ საქმიანობას სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მხარდასაჭერად.

დაგვიკავშრიდით!

გაიგეთ მეტი ჩვენი მიდგომების შესახებ. გაგვიზიარეთ თქვენი ორგანიზაციული მიზნები და ჩვენ უმოკლეს ვადაში შევქმნით
თქვენთვის შესაფერის, უნიკალურ პროგრამას.

მისამართი

საქართველო, თბილისი,
ი. აბაშიძის ქ. # 34.

კონტაქტი

contact@teamboat.ge
Facebook
Youtube